Первые впечатления Мариам о Болонье

Доступно только на грузинском языке.
Доступно только на грузинском языке.
პოლონეთიდან გულითად სალამს გიგზავნით .
ამჟამად ვიმყოფები პოლონეთის ერთ პატარა, მყუდრო და ძალიან საყვარელ ქალაქ ოპოლეში, სადაც 2019/2020 აკადემიური სასწავლო წელი უნდა გავატარო. კერძოდ, ოპოლეს უნივერსიტეტში ინგლისური ფილოლოგიის ფაკულტეტზე მოვხვდი, რაშიც Education Hub Logos-ი დამეხმარა უპრობლემოდ მომიგვარდა ყველანაირი საბუთისა თუ ურთიერთობის პრობლემა და ისე მოვიდა გამგზავრების დრო ვერც კი მივხვდი. მჯერა წინ საოცარი წელი მელის, მოუთმენლად ველი სწავლის დაწყებას და ახალი მეგობრების შეძენას.
მადლობას ვუხდი ლოგოსს, რომელიც დამეხმარა აღმომეჩინა ახალი შესაძლებლობები. ამის გარდა პირადად მინდა გადავუხადო მადლობა ელენე ჩხეტიას, რომელმაც ძალისხმევა არ დაიშურა და მშვიდად გამიშვა ოპოლეში ამასთანავე ელენე არაჩვეულებრივი ადამიანია, მალევე დავმეგობრდით და ასე ხუმრობა ხუმრობით ამოვყავი თავი ახალ ქვეყანაში, ახალი მიზნებით.
ლოგოსი მოგცემთ ახალი ადგილების აღმოჩენის საშუალებას, მიმართეთ მათ და არ ინანებთ