ჩვენი კლიენტების გამოხმაურებები
-
ანა
ვენის უნივერსიტეტის სტუდენტი 2017-2018 სასწავლო წლიდანდიდი მადლობა "Education hub LOGOS"-ს გაწეული დახმარებისთვის. მთელი პროცესის განმავლობაში კომპანია ცდილობდა, მოეწოდებინა სრული და ამომწურავი ინფორმაცია, რაც გახდა გარანტი ჩემი წარმატებისა. კომპეტენტური თანამშრომლების, განსაკუთრებით კი ელენეს დახმარებით, საბუთების შეტანიდან 2 კვირაში გავხდი ვენის უნივერსიტეტის სტუდენტი. დიდი მადლობა გაწეული სამსახურისთვის.
-
მარიამ გზირიშვილი
ბოლონიის უნივერსიტეტის სტუდენტი 2018-2019 სასწავლო წლიდანთავიდან მეგონა, იტალიის უნივერსიტეტში ჩარიცხვას დამოუკიდებლადაც უპრობლემოდ მოვახერხებდი, თუმცა თავი დავიზღვიე და LOGOS-თან თანამშრომლობა გადავწყვიტე. საბუთების მოგროვების პროცესში ძალიან ბევრმა გაუთვისწინებელმა ნიუანსმა იჩინა თავი, რომელთა მოგვარებასაც LOGOS -ის გარეშე ნამდვილად ვერ მოვხერხებდი. მადლობა LOGOS-ს იმისთვის, რომ ახლა უკვე ბოლონიის უნივერსიტეტის სტუდეტი ვარ და განსაკუთრებული მადლობა ელენეს იმ პროფესიონალური და მეგობრული თანადგომისთვის, რომლის წყალობითაც აქამდე მოვედი.
-
გიორგი იაძე
რომის უნივერსიტეტის სტუდენტი 2018-2019 სასწავლო წლიდანგადავწყვიტე, რომის უნივერსიტეტ "La Sapienza"-ში LOGOS-ის დახმარებით ჩავრიცხულიყავი. ავირჩიე მომსახურების პაკეტი, რომელშიც შედიოდა, როგორც სასწავლებელში გარანტირებული ჩარიცხვა, ასევე მხარდაჭერა სტუდენტური ვიზის მიღებაში და საცხოვრებლის მოძიება. ერთი შეხედვით მარტივი პროცესი საკმაოდ რთული და ხანგრძლივი აღმოჩნდა, თუმცა კომპანიის, განსაკუთრებით კი ელენეს დახმარებით ყველა მოულოდნელად წამოჭრილი ნიუანსი დროულად მოვაგვარეთ, რის შედეგადაც ჩავირიცხე სასურველ უნივერსიტეტში, ავიღე სტუდენტური ვიზა და რომში ჩამოსულს დამხვდა კურიერი, რომელმაც პირდაპირ მიმიყვანა წინასწარ შერჩეულ საცხოვრებელში. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო LOGOS-ს და პირადად ელენეს პროფესიონალიზმისა და მეგობრული მხარდაჭერისთვის. გიორგი იაძე, "La Sapienza"-ს სტუდენტი.
-
თამთა პაიჭაძე
ოპოლეს უნივერსიტეტის სტუდენტი 2019-2020 სასწავლო წლიდანპოლონეთიდან გულითად სალამს გიგზავნით
ამჟამად ვიმყოფები პოლონეთის ერთ პატარა, მყუდრო და ძალიან საყვარელ ქალაქ ოპოლეში, სადაც 2019/2020 აკადემიური სასწავლო წელი უნდა გავატარო. კერძოდ, ოპოლეს უნივერსიტეტში ინგლისური ფილოლოგიის ფაკულტეტზე მოვხვდი, რაშიც Esucation Hub Logos-ი დამეხმარაუპრობლემოდ მომიგვარდა ყველანაირი საბუთისა თუ ურთიერთობის პრობლემა და ისე მოვიდა გამგზავრების დრო ვერც კი მივხვდი. მჯერა წინ საოცარი წელი მელის, მოუთმენლად ველი სწავლის დაწყებას და ახალი მეგობრების შეძენას.
მადლობას ვუხდი ლოგოსს, რომელიც დამეხმარა აღმომეჩინა ახალი შესაძლებლობები. ამის გარდა პირადად მინდა გადავუხადო მადლობა ელენე ჩხეტიას, რომელმაც ძალისხმევა არ დაიშურა და მშვიდად გამიშვა ოპოლეში ამასთანავე ელენე არაჩვეულებრივი ადამიანია, მალევე დავმეგობრდით და ასე ხუმრობა ხუმრობით ამოვყავი თავი ახალ ქვეყანაში, ახალი მიზნებით.
ლოგოსი მოგცემთ ახალი ადგილების აღმოჩენის საშუალებას, მიმართეთ მათ და არ ინანებთ -
თამარ სუთიძე
რომის უნივერიტეტის "ლა საპიენცას" სტუდენტი 2018-2019 სასწავლო წლიდანლოგოსის შესახებ რამდენიმე თვის წინ შევიტყვე და მაშინვე მოვიხიბლე მათ მიერ შემოთავაზებული უნივერსიტეტების ხარისხით. საბოლოოდ არჩევანი ევროპის ყველაზე დიდ და ძველ უნივერსიტეტზე შევაჩერე , რომელიც რომში , იტალიაში მდებარეობს. მთელი გუნდის , განსაკუთრებით კი ელენეს დახმარებით შევძელით აღნიშნულ უნივერსიტეტში წარმატებით ჩაბარება. მინდა აღვნიშნო რომ მუშაობის პროცესი იყო საკმაოდ დატვირთული და ემოციური, თუმცა კიდევ ერთხელ მინდა ელენეს მადლობა გადავუხადო გვერდში დგომისათვის და კვალიფიციური დახმარებისათვის. ლოგოსი ნამდვილად გთავაზობთ ხარისხიანი და ხელმისაწვდომი განათლების მიღების შესაძლებლობას.
-
ეკა ორჯონიკიძე
ოპოლეს უნივერსიტეტის სტუდენტის მშობელიდიდი მადლობა „Education hub Logos“-ს იმისთვის რომ ჩემი შვილი გიორგი ორჯონიკიძე პოლონეთში,ქალაქ ოპოლეს უნივერსიტეტის სტუდენტია.განსაკუთრებით დიდი წვლილი მიუძღვის ამ ორგანიზაციის თანამშრომლებს:ელენე ჩხეტიას და ნათია ჯინაჭარაძეს,საჭირო ფორმალური მხარის მოგვარებაში. „Education hub Logos“-ი დღესაც იჩენს გულისხმიერებას გიორგის მიმართ.დიდი მადლობა თანადგომისთვის.გისურვებთ წარმატებებს!
-
სალომე ფალელაშვილი
რომის ენების სკოლის - "Kappa"-ს სტუდენტი 2019 სასწავლო სემესტრიდანმადლობას ვუხდი " Education hub LOGOS-ს " გაწეული დახმარებისთვის და თანადგომისთვის. კომპანიამ დახმარება გამიწია როგორც სასწავლებელში ჩარიცხვაში და საჭირო საბუთების შეგროვებაში, ასევე სასწავლო ვიზის მიღებაში. განსაკუთრებით დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ელენე ჩხეტიას, რომელიც გვერდით მედგა და მეხმარებოდა ამ საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცესის განმავლობაში.