ხშირი კითხვები

რა განსხვავებაა სამედიცინო დაზღვევასა და სიცოცხლის დაზღვევას შორის იტალიაში?

    იტალიაში ჩასვლიდან 8 სამუშაო დღის განმავლობაში სტუდენტი ვალდებულია, გააკეთოს განაცხადი სწავლის მოტივით ბინადრობის ნებართვაზე. განაცხადის გაკეთებამდე სტუდენტმა უნდა გაიფორმოს იტალიის ტერიტორიაზე მოქმედი სამედიცინო დაზღვევა (Tessera Sanitaria). ბინადრობის ნებართვის მისაღებად მას ასევე აქვს უფლება, გაიფორმოს სიცოცხლის დაზღვევა. აქ უკვე გასათვალისწინებელია, რომ ამ ორს შორის დიდი განსხვავებაა: სიცოცხლის დაზღვევა ანაზღაურებს მხოლოდ უბედურ შემთხვევებს და არავითარ შემთხვევაში სამედიცინო მომსახურებას, რომელის საჭიროა, მაგალითად, მაღალი ტემპერატურის ან ბრმანაწლავის დროს.სამედიცინო დაზღვევა კი ნებისმიერ მომენტში იძლევა კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების მიღების შესაძლებლობას. 

    ასევე გასათვალისწინებელია, რომ სამედიცინო დაზღვევა მოქმედებს მხოლოდ მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე. თუნდაც ის შეიძინეთ, ვთქვათ, ნოემბერში, თქვენ მაინც ვალდებული ხართ დაფაროთ მისი მთლიანი წლიური ღირებულება მაშინ, როცა მისით სარგებლობას მხოლოდ წლის ბოლომდე შეძლებთ.სიცოცხლის დაზღვევა მოქმედებს ერთი წელი მისი შეძენის დღიდან.შემდეგ მხოლოდ სტუდენტის გადასაწყვეტია, რა სახის დაზღვევას შეიძენს. გამოცდილებიდან გამომდინარე სასურველია სამედიცინო დაზღვევის შეძენა, განსაკუთრებით კი იმ სტუდენტებისთვის, ვისაც იტალიის ტერიტორიაზე გამგზავრებისას აქვთ ჯანმრთელობის პრობლემები (ნებისმიერი სახის). მით უმეტეს, რომ სამედიცინო დაზღვევა, ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით, არც ისე ძვირადღირებულია, სულ ღაღაც 150 ევრო წელიწადში (სიცოცხლის დაზღვევა ღირს დახლოებით 120 ევრო).

 

რისი გაკეთებაა საჭირო ევროპის უმაღლეს სასწავლებლებში ჩასარიცხად?

სპეციალობათა უმეტესობაზე იმ უნივერსიტეტებში, რომლებსაც ჩვენ გთავაზობთ, არ არის საჭირო მისაღები გამოცდების ჩაბარება, საკმარისია საჭირო დოკუმენტაციის შეგროვება და მისი დროულად გადაგზავნა. დოკუმენტების სია არ არის უნივერსალური და დამოკიდებულია შერჩეულ უნივერსიტეტსა და სპეციალობაზე.

 

როგორც წესი, მასში შედის:

- სკოლის ატესტატი ან ბაკალავრის დიპლომი,

- ენის ცოდნის დონის დამადასტურებელი სერტიფიკატი,

- რეზიუმე და სამოტივაციო წერილი.

 

ყოველი შემთხვევა ინდივიდუალურია, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება იტალიის უნივერსიტეტებში სწავლების ღირებულების შემცირებას: უნივერსიტეტი უფლებამოსილია მოითხოვოს სხვა დამატებითი სპეციფიური ხასიათის დოკუმენტები.

 

დოკუმენტების შეგროვების პროცესს მთლიანად ჩვენ ვაკონტროლებთ. ჩვენ არა მარტო გაცნობთ საჭირო საბუთების სიას, არამედ გასწავლით, თუ სად და როგორ უნდა მოიძიოთ ისინი. ჩვენ ასევე ვაკონტროლებთ დოკუმენტაციის დროულად მიწოდებას და წინასწარ გაფრთხილებთ, რა დრო მიდის ყოველი მათგანის მომზადებაში. მაგალითად, იუსტიციის სამინისტროში დოკუმენტის აპოსტილირებას უნდა 10 სამუშაო დღე. ამიტომაც აღნიშნული პროცესის დაწყება პირველ რიგშია საჭირო.

 

შემდეგ ჩვენ ვგზავნით თქვენს საბუთებს უნივერსიტეტში და ვინარჩუნებთ მათთან კონტაქტს ჩარიცხვის დასტურის მიღებამდე.

 

როგორც ხედავთ, ჩარიცხვის პროცესი არ არის რთული სტუდენტისთვის, მაგრამ მოითხოვს უნივერსიტეტის წესების ზედმიწევნით დაცვას და სწრაფ რეაგირებას, თუკი სასწავლებელს დამატებითი შეკითხვები გაუჩნდება. სწორედ ამაში მდგომარეობს ჩვენი დახმარება.

საჭიროა თუ არა გერმანული ენის ცოდნა ავსტრიაში ჩასარიცხად?

ეს არ არის აუცილებელი. თქვენ შეგიძლიათ საბუთების შეტანა გერმანული ენის ცოდნის გარეშეც.
 
ასეთ შემთხვევაში არსებობს რამდენიმე ვარიანტი:


1. შეარჩიოთ ინგლისურენოვანი სპეციალობა. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია ენის C1 ან უფრო მაღალ დონეზე ფლობა. ამ ვარიანტის უარყოფით მხარეს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ავსტრიაში ფაქტობრივად არ საუბრობენ ინგლისურ ენაზე და გერმანული ენა უფრო მეტად გამოგადგებათ, მითუმეტეს თუ ავსტრიაში სამსახურის შოვნას გეგმავთ.
 
2. შეარჩიოთ გერმანულენოვანი სპეციალობა და შეისწავლოთ ენა ადგილზე. ასე იქცევა ბევრი უცხოელი სტუდენტი, ენის შესწავლა შესაბამის გარემოში ყოფნისას ხომ ბევრად უფრო მარტივია.
 
როგორ ხდება ეს: ავსტრიაში ჩასვლისას თქვენ რეგისტრირდებით გერმანული ენის კურსებზე და სწავლობთ მას მანამ, სანამ არ მიაღწევთ C1 დონეს. სწავლების ვადები დამოკიდებულია ენის ცოდნის დონეზე და თქვენს სიბეჯითეზე. მაგალითად, იმისათვის, რომ შეისწავლოთ გერმანული ენა ნულიდან, როგორც წესი, ერთი წელიწადია საკმარისი.

როგორცკი წარმატებით ჩააბარებთ C1 დონის გამოცდას, მაშინვე შეუდგებით სწავლას უახლოეს სემესტრში. კურსების ღირებულება შეადგენს დაახლოებით 1200 ევროს სემესტრში.

როგორ დავასაბუთოთ ენის ცოდნა?

ყოველ უნივერსიტეტს თავისი მოთხოვნები აქვს.  აუცილებელია მათი დაზუსტება ყოველი კონკრეტული შემთხვევისთვის.

 

ინგლისური ენის ცოდნის დასადასტურებლად გამოგადგებათ:

სერტიფიკატი TOEFL: 570-დან  წერითი გამოცდა ან  87 ონლაინ გამოცდა

სერტიფიკატი IELTS: 6,5 ქულიდან

სერტიფიკატი FCE: "C" 160 ქულიდან

სერტიფიკატი CAE: B2 დონე

ამასთან, იტალიის ბევრ უნივერსიტეტში საკმარისია ენობრივი სერტიფიკატის წარდგენა ენების შემსწავლელი ადგილობრივი ცენტრიდან. სერტიფიკატი უნდა ასაბუთებდეს ენის ფლობას B2 დონეზე.

 

TOEFL გამოცდების განრიგი საქართველოში

IELTS გამოცდების განრიგი საქართველოში

თუ რით განსხვავდება ერთმანეთისგან  TOEFL და IELTS ჩვენ გიამბობთ სტატიაში ბმულზე.

 

გერმანული ენის ცოდნის დასადასტურებლად გამოგადგებათ:

Österreichisches Sprachdiplom: C1

სერტიფიკატი Goethe Institut: C1

სერტიფიკატი ÖIF: C1

სტუდენტების შეფასებით, ყველაზე მარტივად ჩასაბარებელია Österreichisches Sprachdiplom —​​​​ C1 Mittelstufe Deutsch

აქვს თუ არა მნიშვნელობა ბაკალავრის დიპლომს სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვისას?

სამაგისტრო სპეციალობის არჩევისას მნიშვნელოვანია, გვესმოდეს, რომ ის მაქსიმალურად უნდა შეესაბამებოდეს ბაკალავრის სპეციალობას. მაგალითად, არ შეიძლება სამაგისტრო პროგრამაზე დარეგისტრირება ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით, თუ თქვენ ფლობთ ბაკალავრის დიპლომს ფილოლოგიაში, ჟურნალისტიკასა ან ფილოსოფიაში. მაგრამ თუ თქვენი ბაკალავრის სპეციალობა მოიცავს ეკონომიკასა ან ფინანსებს, შესაძლებელია თქვენი განათლების სფეროს გავრცობა ბიზნესის ადმინისტრირებამდე.

ჩვეულებრივ სად ცხოვრობენ სტუდენტები ევროპაში სწავლისას?

ყველაზე პოპულარულ არჩევანს სტუდენტური საცხოვრებელი წარმოადგენს. მისი ძირითადი უპირატესობებია:

- მისაღები ფასი;

- უნივერსიტეტების კამპუსებთან ახლო მდებარეობა;

- მეგობრების სწრაფად პოვნისა და სტუდენტურ აქტიურ ცხოვრებაში ჩართვის შესაძლებლობა.

 

ოთახები, როგორც წესი, 2-3 სტუდენტზეა გათვლილი. ფასები იწყება თვეში 280 ევროდან და უმეტეს შემთხვევაში მოიცავს კომუნალურ გადახდებს, ინტერნეტის საფასურს და დასუფთავებასაც კი. ალტერნატივას წარმოადგენს მრავალოთახიან ბინაში ოთახის დაქირავება, სადაც თქვენი მეზობლები არ იქნებიან აუცილებლად მსგავსი ცხოვრების რითმის მქონე სტუდენტები, არამედ ნებისმიერი სხვა ადამიანებიც. ასეთი ვარიანტები, როგორც წესი, სტუდენტურ საცხოვრებელზე ძვირი ჯდება.

ღირს თუ არა სტუდენტური სამუშაოს მოძებნა ევროპაში სწავლისას? რას აძლევს იგი სტუდენტს?

სტუდენტური სამუშაო გავრცელებულ პრაქტიკას წარმოადგენს და ხშირად ნაწილობრივ ან მთლიანად ფარავს სტუდენტის ხარჯებს.

ავსტრიაშიც და იტალიაშიც სტუდენტებს აქვთ კვირაში 20 საათი მუშაობის ოფიციალური უფლება.
 
თუ პირველ კურსზე საუბარია ძირითადად დაბალკვალიფიციურ სამუშაოზე, მაღალ კურსებზე უკვე შესაძლებელი ხდება სამსახურის მოძებნა სპეციალობით. ეს მოგცემთ საშუალებას, წარმოაჩინოთ საკუთარი თავი და სწავლის დამთავრებამდე იპოვოთ მუდმივი სამსახური.
 
ბევრი თვლის, რომ მუშაობა ხელს უშლის სწავლაზე კოცენტრირებას. გარკვეულწილად, ეს მართალიცაა, რადგანაც სწავლისთვის ნაკლები დრო რჩება. თუმცა, მეორე მხრივ, ვაღიაროთ, რომ სტუდენტები მთელ თავის დროს სწავლაზე სულაც არ ხარჯავენ და სადიპლომოს წერასაც დიპლომის დაცვამდე ერთი თვით ადრე იწყებენ.
 
ევროპული ბაზრის რეალობა ასეთია: კარგ სამსახურს პოულობს ის, ვინც უფრო მოხერხებული, ჭკვიანი და შრომისმოყვარეა. ევროპის ქვეყნების სტუდენტთა უმეტესობა მშობლების ხარჯზე კი არ ცხოვრობენ, არამედ თვითონ ინახავენ საკუთარ თავებს. ამგვარად, ისინი დროულად იღებენ პასუხისმგებლობას საკუთარ ცხოვრებაზე. შრომის ბაზარზე , მათთვის სათანადო კონკურენციის გასაწევად, საჭიროა მაქსიმალური ძალისხმევის გამომჟღავნება სწავლების პროცესში.

როგორია ევროპაში ცხოვრების ყოველთვიური ხარჯები?

ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ჩვენ შევქმენით ონლაინ კალკულატორი (ხელმისაწვდომი მხოლოდ ქართულ ენაზე), რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ავსტრიაში და იტალიაში ცხოვრების ხარჯების დაანგარიშება და შედარება.

ხარჯების დაანგარიშება

 

ვერ იპოვეთ პასუხი თქვენს შეკითხვაზე?

თუ გაქვთ შეკითხვა, შეგიძლიათ ნებისმიერ დროს გადმოგვიგზავნოთ იგი საკონტაქტო გვერდის საშუალებით.

ან მოგვწეროთ ჩვენს facebook გვერდზე ჩვენ ვუპასუხებთ თქვენს შეკითხვებს სამუშაო საათებში, მაქსიმალურად მოკლე დროში.

კიდევ რა გზით არის შესაძლებელი პერსონალური კონსულტაციის მიღება:

- მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ ნომერზე +995 (571) 08-22-53 Viber-სა ან WhatsApp-ში.

- ან გვიპოვეთ Skype-ში info@hublogos.ge