2018 წლის დასაწყისში მარიამმა იტალიაში სწავლის გაგრძელება გადაწყვიტა და მოგვმართა თხოვნით, დავხმარებოდით ბოლონიის უნივერსიტეტში ჩარიცხვაში. გაზაფხულზე აქტიურად ვიმუშავეთ აღნიშნული მიმართულებით, ივლისის ბოლოს მარიამი წარმატებით ჩაირიცხა შერჩეულ სპეციალობაზე და სექტემბერში გაემგზავრა იტალიაში და მონდომებით შეუდგა სწავლას. 4 თვის შემდეგ ჩვენ დავუკავშირდით მარიამს და მანაც სიხარულით გვიამბო იტალიაში სწავლისა და ცხოვრების თავისებურებების შესახებ.
დაწვრილებით
სავიზო მიმოსვლის ახალი წესების შემოღების შედეგად ევროპის ქვეყნების უმეტესობაში გამგზავრებაბევრად უფრო გამარტივდა, თუმცა, თუ თქვენ აპირებთ, გახდეთ ევროპის რომელიმე უნივერსიტეტის სტუდენტი, რაც გულისხმობს იმას, რომ შერჩეულ ქვეყანაში სამ თვეზე ბევრად მეტი მოგიწევთ გაჩერება, აუცილებლად დაგჭირდებათ სტუდენტური ვიზა ან/და ბინადრობის ნებართვა.პოლონეთის შემთხვევაში გაქვთ საშუალება, თავად აირჩიოთ სტუდენტური ვიზა უფრო გაწყობთ, თუბინადრობის ნებართვა, ამისათვის კი აუცილებელია განსხვავება ამ ორს შორის:
დაწვრილებითსწავლის ღირებულება იტალიის სახელმწიფო უნივერსიტეტების სპეციალობათა უმეტესობაზე შეადგენს 600-დან 1900 ევრომდე წელიწადში. ფასი სავსებით მისაღები ჩანს, თუ მას შევადარებთ ევროპის სხვა უნივერსიტეტებში სწავლის ღირებულებას, თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ მისი შემცირებაც არის შესაძლებელი.
დაწვრილებითსაზღვარგარეთ სწავლის დაგეგმვისას სასურველია, წინასწარ გვესმოდეს, თუ რა ხარჯების გაწევა მოგვიწევს უცხო ქვეყანაში. ამიტომაც მაქსიმალურად შევეცადეთ, თავი მოგვეყარა იტალიასა და პოლონეთში გამგზავრებული ჩვენი სტუდენტებისა და იქ მყოფი ჩვენი პარნიორებისგან მიღებული ინფორმაციისთვის, რათა მქასიმალურად ნათელი სურათი შეგვექმნა თქვენთვის იმ თანხების შესახებ, რომლებიც უცხო ქვეყანაში ცხოვრებისას დაგჭირდებათ სწავლის ღირებულების გამოკლებით.
დაწვრილებითჩვენ ხშირად ვსაუბრობთ გარანტირებულ ჩაბარებაზე, თუმცა, მოდით, ერთად გავარკვიოთ, რას წარმოადგენს და როგორ მოქმედებს აღნიშნული გარანტია.
დაწვრილებითთუ თქვენ დაინტერესებული ხართ საზღვარგარეთ განათლების მიღებით, გეცოდინებათ, რომ არსებობს ძალიან ბევრი კომპანია, რომელიც საზღვარგარეთის სასწავლებლებში ჩაბარებაში დაგეხმარებათ. იცით, როგორ მუშაობენ მსგავსიკომპანიები?
დაწვრილებით