სწავლა პოლონეთში - სტუდენტური ვიზა თუ ბინადრობის ნებართვა?

 

  სავიზო მიმოსვლის ახალი წესების შემოღების შედეგად ევროპის ქვეყნების უმეტესობაში გამგზავრებაბევრად უფრო გამარტივდა, თუმცა, თუ თქვენ აპირებთ, გახდეთ ევროპის რომელიმე უნივერსიტეტის სტუდენტი, რაც გულისხმობს იმას, რომ შერჩეულ ქვეყანაში სამ თვეზე ბევრად მეტი მოგიწევთ გაჩერება, აუცილებლად დაგჭირდებათ სტუდენტური ვიზა ან/და ბინადრობის ნებართვა.პოლონეთის შემთხვევაში გაქვთ საშუალება, თავად აირჩიოთ სტუდენტური ვიზა უფრო გაწყობთ, თუბინადრობის ნებართვა, ამისათვის კი აუცილებელია განსხვავება ამ ორს შორის:მაშ ასე:სტუდენტურ ვიზაზე განაცხადის გაკეთება ხდება თბილისში მდებარე პოლონეთის საელჩოს საკონსულო განყოფილებაში. განაცხადის გაკეთებისა და საჭირო დოკუმენტაციის ადგილზე მიწოდებიდან ვიზის მიღება დაახლოებით ორი კვირის შემდგომ ხდება, რაც თავისთავად გულისხმობს, რომ გამგზავრებამდე თადარიგი დროულად უნდა დაიჭიროთ.სტუდენტური ვიზა გაიცემა მაქსიმუმ ერთი წლის ვადით. აღნიშნული ვადის გასვლის შემდგომ თქვენ მოგიწევთ საქართველოში დაბრუნება თქვენი ვიზის გასახანგრძლივებლად, რაც, როგორც წესი, პრობლემას არ წარმოადგენს იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც საზაფხულო არდადეგებზე ისედაც აპირებენ საქართველოში დაბრუნებას. თუმცა, თუ თქვენ გეგმავთ საზაფხულო არდადეგების ადგილზე, პოლონეთში, გატარებას, ბინადრობის ნებართვის აღება თქვენთვის უფრო ხელსაყრელი იქნება, რადგანაც მისი მიღება ხდება თქვენი ადგილზე ჩასვლის შემდგომ პირველი სამი თვის განმავლობაში და, შესაბამისად, ბინადრობის  ნებართვის გახანგრძლივებაც ადგილზევეა შესაძლებელი. დავაკონკრეტოთ: თუ თქვენ არ გაქვთ სტუდენტური ვიზა, ასეთ შემთხვევაში პოლონეთში უვიზო მიმოსვლის საფუძველზე მიემგზავრებით, ადგილზე ჩასული კი აკეთებთ განაცხადს ბინადრობის ნებართვაზე და საბუთსაც დაწყებული სწავლის პარალელურად იღებთ. სტუდენტური ვიზისა და ბინადრობის ნებართვის მისაღებად საჭირო საბუთების ჩამონათვალი, ფაქტობრივად, არ განსხვავდება. ამიტომ ის, თუ რომელი საბუთის მიღებას გადაწყვეტთ, ორ ძირითად  ფაქტორზეა დამოკიდებული:

1. გეგმავთ თუ არა წლის დახურვის შემდეგ საქართველოში დაბრუნებას, რათა მოახერხოთ სტუდენტური ვიზის გახანგრძლივება

2. გაქვთ თუ არა საკმარისი დრო პოლონეთში გამგზავრებამდე სავიზო პროცედურებისგასავლელად (აქ გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ დროულად უნდა იყოთჩარიცხული უნივერსიტეტში, რათა სტუდენტური ვიზის მისაღებად საჭირო უნივერსიტეტის მოწვევა ხელთ გქონდეთ).

ახლა უკვე იცით ძირითადი განსხვავებები სტუდენტურ ვიზასა და ბინადრობის ნებართვას შორის.არჩევანის გაკეთება თქვენთვის მოგვინდვია.წარმატებებს გისურვებთ!