მარიამის პირველი შთაბეჭდილებები ბოლონიაზე

2018 წლის დასაწყისში მარიამმა იტალიაში სწავლის გაგრძელება გადაწყვიტა და მოგვმართა თხოვნით, დავხმარებოდით ბოლონიის უნივერსიტეტში ჩარიცხვაში. გაზაფხულზე აქტიურად ვიმუშავეთ აღნიშნული მიმართულებით, ივლისის ბოლოს მარიამი წარმატებით ჩაირიცხა შერჩეულ სპეციალობაზე და სექტემბერში გაემგზავრა იტალიაში და მონდომებით შეუდგა სწავლას. 4 თვის შემდეგ ჩვენ დავუკავშირდით მარიამს და მანაც სიხარულით გვიამბო იტალიაში სწავლისა და ცხოვრების თავისებურებების შესახებ. 

 

 როგორია ოლონიის უნივერსიტეტი, როგორი გარემოა და .. ასევე როგორი ჯგუფი გყავს, რამდენნი ხართ ჯგუფში, ვინ არიან?

– სახელის, ბოლონიის უნივერსიტეტი, ხსენებაზე პირველი ყველას, ალბათ, მისი ისტორიული მნიშვნელობა გვახსენდება. გარემო და ინტერიერი შესაბამისად ადაპტირებულია ინოვაციებთან. აუცილებლად გაქვს განცდა რომ ეხები რაღაც ძალიან ძველს და მნიშვნელოვანს თან ისე, რომ ყველანაირი სასწავლო კომფორტი გაქვს ხელთ. სასწავლო სისტემა საერთაშორისოა, შესაბამისად, ყველა საგანი ინგლისურად ისწავლება. მე ტურიზმის მენეჯმენტის მიმართულებით დავიწყე სწავლა და  ამ მიმართულებაზე წელს ორმოცდაათამდე პირველკურსელია წარმოდგენილი. მათი 60-70% იტალიელია, ხოლოდ დანარჩენი ჩასულები ვართ სხვადასხვა ქვეყნებიდან, მაგალითად, ამერიკა, ბელგია, რუსეთი, მოლდოვა, ჩინეთი, საქართველო, თურქეთი, ინდოეთი, ყაზახეთი ნეპალი და ა.შ. ზოგადად ბოლონიის პროცესი ძალიან ეხმარება განვითარებად ქვეყნებს, რომ მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახადოს ევროპული განათლება. რაც შეეხებათ ბავშვებს, ძალიან მეგობრულები არიან, ყოველთვის მომზადებულები არიან დასახმარებლად, ვერ გამოარჩევ ვერც ერთს, ყველა ერთმანეთზე თბილია.

– მომიყევი ლექციების შესახებ, რა ფორმატისაა, დღეში რამდენი ლექცია გაქვს, როგორი პედაგოგები არიან, რამდენად რთულია ლექციები და ზოგადად სწავლის პროცესი და როგორი გრაფიკი გაქვს, რამდენად დატვირთული ხარ.

 სასწავლო ცხრილი პირველკურსელების, როგორც წესი, უფრო დატვირთულია. ძირითადად ნახეევარ დღეზე მეტი სულ ლექციები და საკლასო სამუშაოებია. ვერ ვიტყოდი, რომ სწავლა მარტივია, ნამდვილად საჭიროებს ბევრ მეცადინეობას. თუმცა ლექტორები თავიანთ მაქსიმუმს აკეთებენ,რომ ეს პროცესი შედარებით გაამარტივონ. ძალიან მეგობრული და უშუალო ხელმძღვანელი ჰყავს ყველა საგანს. შეიძლება ძალიან სუბიექტური ვარ, მაგრამ ქართული სასწავლო სისტემის გამოვლის შემდეგ, ბევრ რამეზე ძალიან სასიამოვნოდ გაოცებული ვრჩები. უნივერსიტეტის სწავლების მთავარი პრინციპია, რომ განათლება, რომელსაც იძლევა, უტოლდებოდეს ამერიკის წამყვანი უნივერსიტეტების ხარისხს. ამისთვის კი ძალიან ხშირად ჰყავს არა მხოლოდ მოწვეული პროფესორები, არამედ ხარისხის კონტროლის ჯგუფი, რომელიც ანონიმურად ამოწმებს სტუდენტებთან ყველა დეტალს სწავლასთან დაკავშირებით.

– დატვირთვასთან დაკავშირებით: გრჩება თუ არა თავისუფალი დრო? როგორი გრაფიკი გაქვს?

– მიუხედავად იმისა, რომ სასწავლო დატვირთვა მართლაც არაა მსუბუქი, მაინც ახერხებს ყველა გართობასაც და ენერგიის შევსებასაც. როგორ გითხრათ, ექსკურიებს რომ თავი დავანებოთ, ყოველ მეორე საღამოს შეგიძლია კარგად ორგანიზეულ წვეულებაზე გაინტვირთო, ესეც რომ არა, იტალია იძლევა იმის ფუფუნებას, რომ უბრალო გასეირნება ან ყავის დალევა უკვე მთელი პოზიტივის შევსებაში დაგეხმაროს.

– მომიყევი საცხოვრებლის შესახებ: სად ცხოვრობ? ვისთან ერთად ცხოვრობ? როგორია შენი საცხოვრებელი და რამდენად შორსაა სასწავლებლისგან? ძვირია თუ არა?

– როგორც იცით, ბოლონიის უნივერსიტეტი განაწილებულია სხვადასხვა კამპუსსა და შესაბამიად სხვადასხვა ქალაქში. ფასებიც შესაბამისად განსხვავებულია. ყველაზე მაღალი ფასები, თავისთავად, ბოლონიის კამპუსშია, ყვლაზე დაბალი ჩეზენაში. ბოლონიაში ძირითადად 250-300 ევროდან იწყება და სასურველი მოთხოვნებისა და კომფორტის მიხედვით იზრდება. მე პირადად უნივერსიტეტთან მაქსიმუმ ოცი წუთის სავალზე ვცხოვრობ, საკმაოდ კეთილმოწყობილ საცხოვრებელში, ფასი კი ზოგადად ევროპულ კომფორტულ საცხოვრებელთან შედარებით დაბალია. ამჟამად ჩემი მეზობლები  ძალიან თბილი და მეგობრული რუსი და მოლდაველი ორი გოგონაა.

– როგორ ატარებ თავისუფალ დროს?

– ყოველდღიური თავისუფალი დრო მაინც მეგობრებთან ერთად გავატარო მირჩევნია. არ ვიცი, შეიძლება ძალიან გადაჭარბებული შეხედულება ჩამომიყალიბდა, მაგრამ ამ ხალხს აქვს უნარი, უბრალო ჩაის დალევა ან ქუჩაში გასეირნება პოზიტივის დღესასწაულად გადააქციონ. თან მუთუმეტეს როცა ახლადშეძენილი მეგობრების უმრავლესობა იტალიელია, ხომ ხვდებით რამდენი ხალისია. მოკლედ, ვერ მოიწყენ.

სხვა დანარჩენს რაც შეეხება, აქ სამი თვის ჩამოსული ვარ და ჯერჯერობით მინდა მაქსიმალურად  ვნახო მთლიანად იტალია და ვცდილობ თვეში ერთხელ ან ორჯერ სხვა ქალაქები საგულდაგულოდ დავათვალლიერო.

– სად იკვებები? რამდენად ძვირია კვება? ზოგადად ფასებზე რას იტყვი?

– მგონი, იტალიაში ყველაზე იაფი საკვები პროდუქტებია. თუ ყოველ დღე რესტორანში სადილობა არ აქვს გადაწყვეტილი სტუდენტს და სახლში შეძლებს მომზადებას, თვეში 100 ევრო  თავისუფლად ეყოფა.

– როგორია ცხოვრების ხარჯები და ყველაზე მეტი რაში გეხარჯება? სამედიცინო დაზღვევა თუ გაქვს და რა ჯდება?

– ყოველთვიურად თავისთავად ყველაზე მეტი ბინის ქირაში მეხარჯება, მე -320 ევროს ვიხდი, სამედიცინო დაზღვევა წელიწადში ერთხელ კეთდება და დაახლოებით  170 ევრომდე ჯდება, წიგნებს რაც შეეხება 50-60 ევრო ღირს ერთი საგნის, მაგრამ ეს პრობლემა არაა, შეგიძლია უფროსკურსელებისგან ნახევარ ფასად იყიდო, ან ბიბლიოთეკით ისარგებო ან სულაც ელ. ვერსიით.

– რა სირთულეებს წააწყდი იტალიაში ყოფნის განმავლობაში?

– პირველ რიგში, იმას რომ საბაზისო ინგლისური ძალიან ცოტამ იცის და ყველაფერი ნულიდან რომ გაქვს გასარკვევი, ბევრ სირთულეს გიქმნის. გარდა ამისა იყო წვრილ-წვრილი დეტალები სასწავლო სარეგისტრაციო ბაზასთან დაკავშირებით, როცა მომიწია რაღაც დეტალებზე კამათი.მოკლედ, აქ ისწავლი როგორ უნდა გქონდეს ყველა დეტალზე ყურადღება გამახვილებული. It`s Italy ^_^ 

– რას ურჩევდი ახალბედა სტუდენტებს ან მათ, ვინც იტალიაში სასწავლებლად გამგზავრებას გეგმავს? 

– პირველ რიგში,ისევ ენის სწავლას გავუსვამ ხაზს.კიბატონო, უნივერსიტეტში ინგლისურადაა სწავლა,მაგრამ უნივერსიტეტს გარეთ მხოლოდ იტალიური ისმის,მომსახურების სფეროშიც კი ცოტას შეხვდებით, ვინც ინგლისურად გიპასუხებთ. შესაბამისად, უპირველესი რჩევაა, საბაზისო იტალიური მაინც დახვეწონ. აქ,კიბატონო, ისწავლება ნებისმიერი საფეხურიდან, მაგრამ ყოველდღიურობაში, სანამ დახვეწავ უამრავი გასათვალისწინებელი დეტალია.

ენის გარდა საბუთების შეგროვების ადრეულ ეტაპზე დაწყებას, რადგან ჩემს რამდენიმე მეგობარს სამშობლოში დაბრუნება მოუწია დაუმტავრებელი დოკუმენტების დასასრულებლად.

 

გჭირდებათ დახმარება უნივერსიტეტისა და სპეციალობის შერჩევაში?

შეავსეთ განაცხადი — ჩვენ შეგირჩევთ ვარიანტებს სამი სამუშაო დღის განმავლობაში და დაგიკავშირდებით.