რას ნიშნავს სასწავლებელში გარანტირებული ჩაბარება?

ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ გარანტირებულ ჩაბარებაზე, თუმცა, მოდით, ერთად გავარკვიოთ, რას წარმოადგენს და როგორ მოქმედებს აღნიშნული გარანტია.

სინამდვილეში, ყველასთვის გარანტიის მიცემა შეუძლებელია, რადგან ეს, პირველ რიგში, თავად სტუდენტზეა დამოკიდებული:
● რომელ სასწავლებელსა და სპეციალობას აირჩევს
● რამდენად ხარისხიანად შეაგროვებს საჭირო დოკუმენტაციას
● რა ვადებში შეიტანს საბუთებს
● როგორ ჩააბარებს მისაღებ გამოცდებს

თუ აბიტურიენტი არ შეესაბამება უნივერსიტეტის მინიმალურ მოთხოვნებს, ჩვენ მას ვერაფრით დავეხმარებით.

თუმცა, თუ სტუდენტი შეესაბამება სასწავლებლის მოთხოვნებს და მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ჩაბარება, ჩვენ ვერთვებით ამ პროცესის ყველა ეტაპში:

სპეციალობის შერჩევის ეტაპზე ჩვენ წინასწარ ვაფასებთ რისკებს.

მაგალითად, თქვენ გსურთ ისწავლოდ სპეციალობაზე „ეკონომიკა“ და ამისათვის აირჩიეთ მილანის უნივერსიტეტი. ჩვენ ვიწყებთ თქვენი მონაცემების განხილვას, აღნიშნულ სპეციალობაზე სხვა სტუდენტების ჩაბარების ისტორიის შესწავლას და გეუბნებით, ჩაბარების რამდენად დიდი შანსი გაქვთ და რა გზით არის შესაძლებელი აღნიშნული შანსის გაზრდა. ამის პარალელურად შეგვიძლია ნაკლებად სარისკო ალტერნატიული ვარიანტის შემოთავაზება -მაგალითად, მსგავსი სპეციალობისა სხვა უნივერსიტეტში. საბოლოო გადაწყვეტილება მხოლოდ და მხოლოდ თქვენ უნდა მიიღოთ, მაგრამ ჩვენ გახმარებით სიტუაციის რეალურად შეფასებასა და საუკეთესო ვარიანტის შერჩევაში.

დოკუმენტაციის შეგროვების ეტაპზე გეხმარებით არასასიამოვნო სიურპრიზების თავიდან აცილებაში.

ყველა უნივერსიტეტს აქვს სფბუთების შეტანის საერთო წესები, რომელთა მოძიება ინტერნეტში არ არის ძნელი, თუმცა აუცილებლად უნდა ვიქონიოთ მხედველობაში,
რომ ყოველი კანდიდატურა ინდივიდუალურად განიხილება და უნივერსიტეტი უფლებამოსილია მოითხოვოს დამატებითი საბუთები. ჩვენ პირდაპირი კონტაქტი გვაქვს უნივერსიტეტებთან, პირველწყაროდან ვიგებთ შესაძლო სირთულეების შესახებ და მიგითითებთ, სტანდარტული პაკეტის გარდა, რა საბუთების წარდგენა შესაძლოა გახდეს საჭირო.
ჩვენგან წინასწარ იგებთ ჩაბარების პროცესთან დაკავშირებული ყველა პრობლემას, რათა დროულად მოახერხოთ მათი გადაჭრა.

საბუთების შეტანის ეტაპზე ჩვენ წარმოვადგენთ მაკავშირებელ ჯაჭვს თქვენსა და უნივერსიტეტს შორის.

ამ ეტაპზე ჩვენ გამოვრიცხავთ თარგმანთან დაკავშირებულ პრობლემებსა და სხვა ნებისმიერ გაუგებრობას, რომელიც შეიძლება გაჩნდეს თქვენსა და უნივერსიტეტს შორის. ვაჩქარებთ კომუნიკაციის პროცესს, რადგანაც ჩვენი პარტნიორები უშუალოდ იმყოფებიაბ ავსტრიაში, ჩეხეთსა და იტალიაში და პირადად უზრუნველყოფენ უნივერსიტეტებთან ჩვენს კავშირს. ასევე ვაკონტროლებთ საბუთების შეტანის ვადებსაც, ვითვალისწინებთ რა შერჩეული უნივერსიტეტის მიერ საბუთების განხილვის თავისებურებებსა და შესაძლო დაყოვნებას.

ყველა აღნიშნულ ეტაპზე თქვენზე ბევრი რამაა დამოკიდებული, მაგრამ ჩვენი დახმარებით თქვენ მზად იქნებით ნებისმიერი სახის სირთულისთვის და გაუთვალისწინებული სიტუაციისთვის.

ჩვენი გარანტია გულისხმობს იმას, რომ, თუ თქვენ ზედმიწევნით ასრულებთ ჩვენს ინსტრუქციებს, ნამდვილად მოახერხებთ სასურველ სასწავლებელში ჩაბარებას.