როგორ ვმუშაობთ

თუ თქვენ დაინტერესებული ხართ საზღვარგარეთ განათლების მიღებით, გეცოდინებათ, რომ არსებობს ძალიან ბევრი კომპანია, რომელიც საზღვარგარეთის სასწავლებლებში ჩაბარებაში დაგეხმარებათ. იცით, როგორ მუშაობენ მსგავსიკომპანიები?

არსებობს თანამშრომლობის ორი ვარიანტი:

პირველი: კომპანია პოულობს ისეთ უნივერსიტეტს, რომელიც მას უხდის საკომისიოს ყოველი მიყვანილი სტუდენტისთვის. თანამშრომლობის ამგვარი ფორმატი ძირითადად ისეთი კერძო სასწავლებლებისთვისაა დამახასიათებელი, სადაც განათლების მიღება საკმაოდ ძვირია. შუამავალი კომპანიის მომსახურება ასეთ შემთხვევებში ძირითადად უფასო ან ძალიან იაფია, რადგანაც თავის კომისიას ის უშუალოდ უნივერსიტეტისგან იღებს.

მეორე: კომპანია ძირითადად თანამშრომლობს სახელმწიფო უნივერსიტეტებთან და ფოკუსირებულია იმაზე, რომ დაეხმაროს სტუდენტს ჩარიცხვაში. ასეთ შემთხვევაში სასწავლებლები არ უხდიან კომპანიას საკომისიოს და თავად კომპანია მომსახურების სანაცვლოდ იღებს კონკრეტულ თანხას.

ჩვენ მეორე სქემის მიხედვით ვმუშაობთ. სასწავლებელთა უმეტესობა, რომლებთანაც ვთანამშრომლობთ, სახელმწიფო უნივერსიტეტებია, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს განათლების მიღებას ხელმისაწვდომ ფასად სთავაზობენ. ამასთან, ჩვენ ვიძლევით ჩარიცხვის გარანტიას და ჩვენი მომსახურების ღირებულების ნაწილს ვიღებთ მხოლოდ სტუდენტის სასწავლებელში ჩარიცხვის შემდგომ.