5 მიზეზი ჩვენი გვერდის მოსაწონად

არსებობს არანაკლებ 5 მიზეზისა ჩვენი გვერდის მოსაწონად:

1. ვწერთ საზღვარგარეთის სასწავლებლებში ჩაბარებისა და იქ სწავლის შესახებ

იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლას გეგმავენ, ვაქვეყნებთ ინფორმაციას შემდეგ თემებზე: უნივერსიტეტის შერჩევა, საბუთების შეტანა სასწავლებელში ჩასაბარებლად, საცხოვრებლის მოძიება, ჯანმრთელად და ეკონომიურად კვება და სხვა.

2. ვაზიარებთ აღმოჩენებს

ჩვენ ვაკეთებთ მნიშვნელოვან საქმეს — თვალყურს ვადევნებთ ევროპის საგანმანათლებლო სფეროს შემოთავაზებებს, ვარჩევთ ოპტიმალური ღირებულებისა და მაღალი ხარისხის საგანმანათლებლო პროგრამებს და ვაზიარებთ მათ.

3. განვიხილავთ სიახლეებს

ჩვენი გვერდი არა მხოლოდ კომპანიის კუთვნილი გვერდია, არამედ თანამოაზრეთა საზოგადოება, რომელთანაც სიამოვნებით განვიხილავთ საქართველოსა და მსოფლიოს საგანმანათლებლო სფეროში არსებულ სიახლეებს.

4. ვუწევთ კონსულტაციას

ჩვენ სიამოვნებით ვაზიარებთ დაგროვებულ გამოცდილებას, ამიტომაც ყოველთვის მოკლე დროში და სიხარულით ვპასუხობთ ჩვენს გვერდზე დასმულ შეკითხვებს.

5. ვჩუქნით ფასდაკლებებს

ჩვენგან ფასდაკლების მიღება, როგორც წესი, სულაც არ არის რთული. მაგალიათად, Tsira-მ მოიგო € 250 ვაუჩერი მხოლოდ ჩვენი საკონკურსო პოსტის გაზიარებით. სულ ცოტა ხნის წინ კი ყველა მსურველმა მიიღო € 100 ფასდაკლება სულ რაღაც ათი შეკითხვაზე პასუხის გაცემის გზით.

გამოწერა