აბიტურიენტებისთვის

თქვენ შეარჩიეთ სპეციალობა, რომლის შესწავლაც გსურთ. ისღა დაგრჩენიათ, გადაწყვიტოთ, თუ სად სჯობს ამის გაკეთება. კარგი სპეციალისტი შეგიძლიათ გახდეთ როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ, თუმცა გადაწყვეტილების მიღებამდე გასათვალისწინებელია რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი:

 სწავლების ღირებულება.

ჩვენ მიერ შერჩეული შეთავაზებები სავსებით ხელმისაწვდომია და ღირებულებით ძლიერ კონკურენციას უწევს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებს. მაგალითად, ავსტრიაში სწავლის ღირებულება შეადგენს 380 ევროს სემესტრში, ხოლო იტალიაში იგი დამოკიდებულია ოჯახის ეკონომიკურ მდგომარეობაზე და  ფასის დაყვანა შესაძლებელია 300 ევრომდე სემესტრში.

 დიპლომის აღიარებულობა.

აშკარაა, რომ ევროპული უნივერსიტეტის დიპლომის აღებით თქვენ გეხსნებათ უდიდესი შესაძლებლობები მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მაშინაც კი, თუ ხარისხის მიღების შემდგომ თქვენ გადაწყვეტთ საქართველოში ცხოვრებასა და მუშაობას, ევროპული განათლება უფრო კონკურენტუნარიანს გაგხდით დასაქმების სფეროში.

 განათლების პრაქტიკული ღირებულება.

ევროპული განათლება ქართულისგან პირველ რიგში პრაქტიკული მიდგომით განსხვავდება. ევროპული ხარისხის მიღების შემდგომ თქვენ გექნებათ ყველა ის უნარი, რომელიც საჭიროა წარმატებული კარიერის დასაწყებად.

იმ შემთხვევაში, თუ არჩევანს განათლების საზღვარგარეთ მიღებაზე შეაჩერებთ, სიხარულით დაგეხმარებით ჩაბარებაში.

 

თუ გაქვთ შეკითხვა ჩვენს მომსახურებასთან დაკავშირებით, მომწერეთ.

 

ჩვენი პროგრამები