კომპანიის შესახებ

Education Hub LOGOS — ეს არის უკრაინელთა გუნდის მიერ საქართველოში დაარსებული საგანმანათლებლო ცენტრი.

 

რას ვსაქმიანობთ:
ვეხმარებით ევროპის უმაღლეს სასწავლებლებში გარანტირებულ ჩარიცხვაში. დეტალები ჩვენი გარანტიების შესახებ იხილეთ ბმულზე.

ჩვენ მუდმივად ვიკვლევთ საქართველოში სკოლის მოსწავლეების, აბიტურიენტებისა და სტუდენტების მოთხოვნებს და ყოველ მათგანს პერსონალურ შეთავაზებას ვუკეთებთ. ამასთან, ჩვენ ვზრუნავთ როგორც განათლების ხარისხზე, ვარჩევთ რა სასწავლო პროგრამებს ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტებში, არამედ სწავლის ღირებულებაზეც და გთავაზობთ მხოლოდ ხელმისაწვდომ ვარიანტებს.

რა სახის პროგრამებს გთავაზობთ:
საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს, ენობრივ ბანაკებს სკოლის მოსწავლეთათვის, საუნივერსიტეტო მოსამზადებელ კურსებსა და ნახევარწლიან კურსებს ყველასთვის, ვისაც სწავლა და განვითარება სურს.

რომელ ქვეყნებთან ვთანამშრომლობთ:
დღესდღეობით ჩვენი მომსახურების სფერო მოიცავს ავსტრიას, იტალიას, ჩეხეთსა და უკრაინას, თუმცა სამომავლოდ გაფართოებასა და ახალი მიმართულებების დამატებას ვგეგმავთ.

როგორ ვმუშაობთ ჩვენს კლიენტებთან:
 ვთავაზობთ უფასო კონსულტაციას, ვეხმარებით სპეციალობისა და სასწავლებლის შერჩევაში, ვახდენთ ჩარიცხვის რისკების შეფასებას
 ვაკონტროლებთ დოკუმენტაციის შეგროვების პროცესს, ვუწევთ კონსულტაციას ვადებთან დაკავშირებით ყოველ უნივერსიტეტთან მუშაობის გამოცდილებასა და ჩვენი კლიენტების ჩაბარების პრაქტიკაზე დაყრდნობით.
 შეგვაქვს საბუთები სასწავლებელში და ვაკონტროლებთ სიტუაციას ადგილზე ჩვენი უცხოელი პარტნიორების დახმარებით.
 ვარჩევთ საცხოვრებელს, ვხვდებით ახალ ქვეყანაში ჩასვლისას და ვეხმარებით ახალი ადგილის ათვისებაში.

 

გჭირდებათ დახმარება უნივერსიტეტისა და სპეციალობის შერჩევაში? შეავსეთ განაცხადი — ჩვენ შეგირჩევთ ვარიანტებს სამი სამუშაო დღის განმავლობაში და დაგიკავშირდებით.

ჩვენი პროგრამები

ნახვა სრულად

ჩვენი თანამშრომლები

  • მარია გრიშინა

    აღმასრულებელი დირექტორი

     

    კომპანიის სტრატეგიული, ოპერატიული და ფინანსური მართვა

  • ნათია ჯინჭარაძე

    PR მენეჯერი

     

    საინფორმაციო სფეროს სამუშაოს ორგანიზება

  • რეგინა ღონღაძე

    მრჩეველი

     

    მოლაპარაკებები სახელმწიფო სტრუქტურებთან და საქართველოში არსებულ პროექტის პარტნიორებთან

  • ელენე ჩხეტია

    კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯერი

     

    პოტენციური კლიენტების კონსულტაცია მომსახურების თაობაზე

ჩვენი პარტნიორები